Ôîđóě | ×ŕň | Äç¸ííłęł | Ęëóáű | Çíŕ¸ěńňâű | Ăóëüíł | ôîňŕŕëüáîě | Ęîíęóđń ďđűăŕćîńöł Ęŕđűńňŕëüíłęł Đŕäű¸
Ďŕńňŕâłöü çŕęëŕäęó Çđŕáłöü ńňŕđňŕâŕé   
Ěîé ďđîôłëü
Çíîńłíű
Çŕáŕâű
Ęŕđűńíŕĺ
˛íôŕđěŕöű˙
Ďŕńëóăł
Ěîâŕ
Đýęëŕěŕ
    Ěŕáłëüíŕ˙ âĺđńł˙new
Íŕ ńňŕđîíęó:   1, 2, 3   Íŕńňóď.
Ńĺđŕäŕ, 13 Ćíł˘í˙ 2008 Ăîäŕ
15:20   და მწუხარება áƒĄáƒ˜áƒŽáƒáƒ áƒŁáƒšáƒá  Äŕäŕöü çŕďłń ó öűňŕňíłę  
მედი გვიცრუვდება, როცა ყველაფერი იმსხვრევა, რაზედაც იმედს ვამყარებდით: შინაგანად ვშფოთავთ - რად მოხდა ასე? და წინ სიბნელე და უსიხარულობაა! ასეთ წუთებში გაგონდება სიტყვები: „რად ხართ თქვენ მწუხარე?...“ (ლუკა 24, 17) და ყოველივე ის, რაც ამას მოჰყვა. სევდამორეული, იმედგაცრუებული ადამიანები მიუყვებიან გზას: მათ ყოველივე დაჰკარგეს, და იმდენად უჭირთ, რომ „იესუ მიეახლა მათ და თანა-უვიდოდა“ - მაგრამ ვერ იცნეს! ჩვენთანაც მოდის, გვიახლოვდება და თანა-ვალს, როდესაც მოვიწყენთ, მაგრამ ჩვენ ჩვენს მწუხარებას მივჩერებივართ და ვერ ვცნობთ! დიდხანს ვერ ვცნობთ მას, ვინც ჩვენს გვერდით ვალს! რად მწუხარე ხართ? განა მან არ იცის? მაშ, რისთვის გვეკითხება? რა თქმა უნდა, იცის, მაგრამ სურს, რომ მათ თავად გამოთქვან სათქმელი, რამეთუ მათ სწორედ ეს სჭირდებათ. ისინიც, იმედგაცრუებულნი, გულს გადმოშლიან: „ხოლო ჩვენ ვესავთ...“ და ვერა და ვერ სცნობენ მას! იგი მათთან იმგვარად ლაპარაკობს, რომ საუბრისას გული განუხურდებათ, სინათლე ჩაუდგებათ, სითბო და მართალია წუხილი მთლად არ განქარვებიათ, რამეთუ მათ ვერ იცნეს იგი, მაგრამ მისი სიტყვები იმდენად ნუგეშინის-მომცემია, რომ არ სურთ განშორება და სთხოვენ: „დაადგერ ჩუენ თანა!“ და ისიც დარჩა. შემდეგ სიხარული მოვიდა და ახალი ცხოვრება - „სარწმუნოებაჲ არა-ხილულთა“ (ებრ. 11, 1). იგი მიეფარა მათ თვალთაგან, მაგრამ ისინი მტკიცედ იარებოდნენ წინ, „რამეთუ უწყოდნენ, რომელი იგი ჰრწმენა“ (2 ტიმ. 1, 12), - და „მწუხარება მათი სიხარულად გარდაიქცა“ (იოანე 16, 20).

ასეა, სწორედ ასეა ჩვენს შემთხვევაშიც: საჭიროა, მას ყოველივე მიუთხროთ, თუმც კი ჯერ არ ვცნობთ მას, იმიტომ რომ იგი ჩვენს გვერდით ვალს და ებაასება ჩვენს სულს; დაე მან უპასუხოს მას. იგი სულს კვლავაც უპასუხებს და მიესადაგება რა სულის მდგომარეობას, თავისი საუბრით ისე დაატყვევებს, რომ მასში ახალი ცეცხლი აენთება, და ეტყვის: „დაადგერ ჩემ თანა!“ ისიც დარჩება და ისე გაუცხადებს თავის თავს, რომ სული იცნობს, შეიყვარებს, განიხარებს, მიენდობა და ამ მინდობით იპოვის სიმშვიდეს.


ნუ ჩქარობ„კაცი, ქალის ნაშიერი, დღემოკლეა და სავსე მღელვარებით“
(იობი 14,1) ის, რასაც იობი თავის დროზე წერდა, ჩანს უფრო მეტად თანამედროვე საზოგადოებაში მართლდება. არასდროს ყოფილა ადამიანის ცხოვრება ისეთი ამაო და მშფოთვარე, როგორც დღეს. ერთნი, მართლაც, საქმეებით შთანთქმულან, მეორეთ უბრალოდ არ იციან დროის ფასი და სულ ჩქარობენ, თავქუდმოგლეჯილნი სულმოუთქმელად სადღაც მიისწრაფიან, ყველა რაღაც ზნეობრივ ციებ-ცხელებას შეუპყრია. ჩვენს დროში ადამიანები არამარტო მიდიან, არამედ დარბიან სხვადასხვა მხარეს, და ყველაზე მშვიდთაც კი გადაედებათ ხოლმე აჩქარება; შესაძლოა, არასდროს ჩაფიქრებიან ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებს: „სიმყუდროვესა და სასოებაშია სიმტკიცე თქუენი“.ამ სიმტკიცით და სასოებით გადადგმული ერთადერთი ნაბიჯი უფრო მეტ სარგებლობას მოგიტანთ, ვიდრე ადამიანური ამაოებიდან და თვითნებობიდან მომდინარე ასობით ნაბიჯი. მრავალი უნაყოფო საქმიანობის, იმედგაცრუების, სულის გათანგვის შემდგომ, როდესაც ადამიანი ამაში დარწმუნდება, მერმე ის თავისი ნებისაებრ აღარ ჩქარობს, არამედ მინებდება იმ მწყემსს, რომელმაც, როცა „თჳსნი იგი ცხოვარნი განიყუანნის, წინაშე მათსა ვიდოდის“ (იოანე 10,4) და არ აძლევს მათ გასწრების საშუალებას. თანაბარი, მტკიცე, ურყევი ნაბიჯებით გაჰყვება ადამიანი თავის ზეციურ ბელადს, და მიაპყრობს რა მას მზერას, ისწავლის, თუ რას ნიშნავს არა გზის ამორჩევა, არამედ მიყოლა. არ ეგების შეჩერება, არ ეგების აჩქარებაც, გვმართებს მორჩილება და მივიღებთ მისგან მომდინარე სამარადჟამო ნაყოფს.
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“,
 

Äŕäŕöü ęŕěĺíňŕđűé Ęŕěĺíňŕđűł: 0
15:19   ჭეშმარიტება განგვათარ Äŕäŕöü çŕďłń ó öűňŕňíłę  
ჭეშმარიტება განგვათავისუფლებს ჩვენ
„გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე, რაჟამს განავრცე გული ჩემი.
და ვიდოდე მე ფართოსა, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ“
(ფსალ. 118, 32, 45) როდესაც გული ფართეა, ადვილია ღვთის სჯულს დაემორჩილო, ხოლო როდესაც მორჩილებას ასრულებ, ამით გული ფართოვდება. აქ არაა წინააღმდეგობა, ამაში თითოეული საკუთარი გამოცდილებით ადვილად დარწმუნდება. ღვთის ნების აღსრულებით შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ. მისთა მცნებათა დაცვით მის სიყვარულში იქნებით, ხოლო იქნებით რა მასში, ნაყოფსა მრავალსა გამოიღებთ (იოანე 8, 15) კარგია, როდესაც გული ფართეა, ასე არ არის? იმის ნაცვლად, რომ ჩაიკეტო და უნაყოფო სინანულით იტანჯებოდე, როდესაც გული ფართეა, თავისუფლად სუნთქავ, ჭეშმარიტების გზით იარები, არ იღლები ნათლად მჭვრეტელი შენს წინ მიზნისა. მაგრამ დედამიწაზე არავის ძალუძს ჩემი გული გააფართოვოს. თუნდაც გამხადოს უზარმაზარი სამეფოს ხელისუფალი. რამდენიც არ უნდა ვიძახო: „მე თავისუფალი ვარ“, ჩემი გული მაინც ცოდვის ტყვეა და მონად დარჩება, ვიდრე უფალი არ გააფართოვებს და არ გაათავისუფლებს ცოდვისა და ცთუნებისაგან.


ბუნებით ჩვენ მონები ვართ, მაგრამ უფალმა თავისი მოწყალებით თავისუფლება მოგვანიჭა. გამოგვისყიდა რა თავისი სისხლის საფასურად, გვიბრძანა, რწმენით შევეხოთ იესუ ქრისტეს მაცხოვნებელ ჯვარს და გვითხრა: „თავისუფალი ხარ“. გსმენია შენ ეს ხმა? ნუთუ არ გიგრძვნია, როგორ დაგცვივდა ბორკილები და გული შენი გაფართოვდა? ძვრაც კი არ შეგეძლო, ახლა კი ძალგიძს და მოვალეც ხარ მისდიო შინაგან სწრაფვას. შესაძლებელი, ადვილი, სასიხარულო გახდა შენთვის მორჩილება. ვეებერთელა სივრცე გადაშლილა შენს წინ, და შენს თავში ჰპოვებ ძალას გადააბიჯო მას, რადგანაც თავისუფლად და გადარჩენილად გრძნობ თავს. შენ შეგიძლია აღასრულო შენი საქმე, რამეთუ შენში უკვე აღსრულდა საქმე უფლისა შენისა, და შენ უკვე გამოსცადე ამ სიტყვების ჭეშმარიტება: „უკუეთუ ძემან განგანთავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ“ (იოანე 8, 36).
ეძიე მშვიდობა
„უკუეთუ ურთიერთარს იკბინებოდეთ და შეიჭამებოდეთ,
იხილეთ, ნუუკუე ურთიერთარს განილინეთ“
(გალატ. 5, 15) კბენა და შეჭმა! რა მძაფრი ნათქვამია! მაგრამ არც იმდენად მძაფრი, თუ რეალურად შევხედავთ. ბოროტების როგორი მოზღვავებაა ყოველი მხრიდან! და რაოდენ დამღუპველად მოქმედებს იგი ჯერეც ნორჩ, ახალგაზრდა, სიმწარისა და ადამიანურ განსჯათა ულმობელობისაგან გამოუცდელ სულებზე! ოდესმე ჩვენს წინაშე გამჟღავნდება მიწიერი მტრობის ნაყოფი და შევძრწუნდებით. ღმერთს მშვიდობისმყოფელნი სურს, ჩვენ კი ვჩხუბობთ! აღმაშენებელნი სურს ღმერთს, ჩვენ კი ვანგრევთ! ღმერთს მოწყალე სამარიტელნი სურს, რომელნიც დასახიჩრებულს შეიცოდებდნენ, ფეხზე წამოაყენებდნენ და ჭრილობას შეუხვევდნენ; ჩვენ კი ცოდვის იარებზე, ჩვენი იქნება თუ სხვისი, ხშირად ვიცინით, ან მოყვასში უმოწყალოდ განვიკითხავთ იმას, რასაც საკუთარ თავში შევიწყნარებთ. თუკი მორწმუნეთა შორის გაბოროტება ამგვარად გამოვლინდება, თუკი ადამიანებს რაღაც პირადი მიზეზის ან ვიწრო არასწორი შეხედულებების გამო ერთმანეთთან კონფლიქტური, არამეგობრული დამოკიდებულება აქვთ, როგორი შეურაცხმყოფელია ქრისტეს სახელისთვის, რომელიც იმად მოვიდა, რომ ახლობელნიც და შორებელნიც თავის თავში გაეერთიანებინა და ჯვრითა თვისითა ყოველგვარი მტრობა დაეცხრო! მაშ, დე უმაღლესმა შეაშთოს უმდაბლესი. დაე, სიყვარულმა, რომელიც ერთსა მხოლოსა ღმერთსა შეუძლია მოგვანიჭოს, დაამარცხოს ყველაფერი, რაც ამ სიყვარულს წინ აღუდგება. დე ამ სიტყვისადმი მორჩილებამ, - „მოიძიენ მშვიდობაჲ და მისდევდინ მას“ (1 პეტრე 3, 11) იზეიმოს ყოველგვარ განხეთქილებაზე, რომელიც კი გულსა და ცხოვრებას წამლავს.

თუ ჩვენ გულწრფელი ქრისტიანები ვართ, მაშინ დე შიშნეულობამ იმაზედ, რომ ქრისტე არ გავანაწყენოთ, ჩვენში ყოველგვარი პირადი წყენა ჩაახშოს და განგვაწყოს სიტყვით, საქმითა და გულისხმისყოფით განვადიდოთ მისი წმინდა სახელ
 

Äŕäŕöü ęŕěĺíňŕđűé Ęŕěĺíňŕđűł: 1  (20 ëţň. 2011 03:55)
15:18   ხსნა მხოლოდ áƒĽáƒ áƒ˜áƒĄáƒ˘áƒ”áƒ›áƒ˜áƒ”á  Äŕäŕöü çŕďłń ó öűňŕňíłę  
„დასცემს უფალი მის სიამაყეს მის ხელს ხრიკებთან ერთად“
„უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩემი! შენ გადიდებ და
შენს სახელს ვმადლობ, რადგან შენ მოიმოქმედე საკვირველებანი“
(ესაია 25, 11, 1) გასულ ასწლეულში, 30 წლის ასაკში, გარდაიცვალა ერთი მდიდარი, დიდგვაროვანი გერმანელი ქალი, რომელიც სიკვდილამდის უარყოფდა საიქიო ცხოვრებას. თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე ანდერძი დატოვა, რათა მისი სამარე გრანიტის ქვით დაეფარათ და ირგვლივ მასიური ქვის კედელი შემოევლოთ და მძიმე რკინის ბორკილებით გაემაგრებინათ. მისი სურვილი აღასრულეს და ქვაზე წააწერეს: სამარე შეძენილია სამარადჟამოდ, ხელშეუხებელი დარჩეს საუკუნოდ. მკაცრად იკრძალება ოდესმე სამარის გახსნა. მაშ, თვით სამარეშიაც კი იგი გამომწვევი იყო უზენაესის მიმართ. მაგრამ, აი, სამარის ქვის ქვეშ მოხვედრილი ერთი პატარა მარცვალი გაღვივდა, ამოიყარა და ქვებს შუა მიწის ზედაპირზე ამოყო თავი. ნელ-ნელა ფესვები ღრმავდებოდა რა მიწაში, გააპო საფლავი და დროთა განმავლობაში ვეებერთელა ხე ამოიზარდა. ძლიერმა ფესვებმა უზარმაზარი ძალა შეიძინა, შეარყია ქვის მესერიც, გაწყდა რკინის სალტეები და საფლავის ქვა წამოიწია. სიცოცხლემ იქ იზეიმა, სადაც ყველაფერი სიკვდილით დაბინდულიყო. ამჟამად ამ საფლავზე დგას მაღალი მუხა, როგორც ჩუმი მოწმე ჭეშმარიტებისა და აშკარა უარყოფა გარდაცვლილის ურწმუნოებისა. იქაური უბრალო ხალხი ცრუმორწმუნეობის შიშნეულობით უმზერს ამ ძეგლს. მართლაც, ვერანაირი ქვა, ვერანაირი მესერი ვერ დაგიფარავს სამართლიანი ღვთიური მსჯავრისაგან. უკანასკნელ დღეს თითოეული ჩვენთაგანი წარსდგება ღვთის წინაშე და მაშინ, ხსნა, მხოლოდ ქრისტეს მიერ იქნება შესაძლებელი. კრავი განიკითხავს ყველას - დაკლული კრავი, რომელიც მაშინ მთელი თავისი დიდებულებით გაცხადდება. თავად ქრისტე, ერთი მხოლოდ ის გვიხსნის ღვთის რისხვისაგან. როგორც არ უნდა ცდილობდნენ ადამიანები ღვთის უარყოფას ურწმუნოებითა თუ კიდევ სხვა რამით, მოვა დრო, როცა უეჭველად ვიხილავთ ყველა; დადგება ჟამი, როდესაც ყოველი ბაგე დადუმდება მის წინაშე, როცა მას ყოველი თვალი იხილავს და ყოველი ურწმუნო სული იძულებით მოდრკება წინაშე მისა.
 

Äŕäŕöü ęŕěĺíňŕđűé Ęŕěĺíňŕđűł: 0
15:17   მეორე ნეტარება  Äŕäŕöü çŕďłń ó öűňŕňíłę  
„ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქნენ“ ნეტარებების მეორე მუხლის განხილვამდე, გავიხსენოთ, რომ უფალი ამ ნეტარებებს მთაზე წარმოთქვამს: იგი ადის მთაზე, მას მიჰყვებიან მოწაფეები და სწორედ იქ, მთაზე ადამიანებს ემცნობათ 9 ნეტარება. შემთხვევითია თუ არა ამგვარი რამ? რა თქმა უნდა, უფლის არცერთ სიტყვაში და არცერთ ქმედებაში შემთხვევითობა არ ურევია. ყოველ სახარებისეულ ამბავს ღრმად სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მთაზე ასვლა და მოწაფეების აყვანა ნიშნავს სულიერ ამაღლებას. ის სიტყვები, ის ქადაგებები და სწავლებები, რაც უფალს მთაზე უნდა წარმოეთქვა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე იყო, ამიტომ ადამიანთა მხრივ სულიერ ამაღლებას საჭიროებდა. ფიზიკური ამაღლება, რასაც მთაზე ასვლა გულისხმობს, სიმბოლოა სულიერი ამაღლებისა. იმისათვის, რომ ისმინო უფლის სიტყვა, სულიერი მომზადება, სულიერი აღმასვლაა საჭირო; ანალოგიური სიმბოლო წმიდა წერილში სხვა ადგილზეც გვხვდება. მაგ. მოსეს ასვლა მთაზე, სადაც მან უფლის ხმა მოისმინა; როგორც გახსოვთ, ებრაელი ერი ვერ გაყვა მოსეს, იმიტომ რომ ამისთვის მზად არ იყო. მან ვერ მონახა საკუთარ თავში ძალები, რომ მოსესთან ერთად მთაზე ამაღლებულიყო, ვერ ამაღლდა სულიერად, რომ ესმინა უფლისა, მოესმინა ის სიტყვები, რაც მოსემ მოისმინა. ნეტარების მეორე მუხლი, რომელზეც გვსურს, ვისაუბროთ, ასე ჟღერს: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქნენ“. რა გლოვაზეა აქ საუბარი? ნუთუ რაღაც ამქვეყნიური მწუხარება ან მწუხარების გარეგნული სახე არის გარანტი იმისა, რომ ნუგეშინისცემულნი ვიქნებით? რა თქმა უნდა, არა. ამ სიტყვებში საკუთარი ცოდვების გამო მგლოვიარე ადამიანი უნდა ვიგულისხმოთ. ყველა ადამიანი სცოდავს. ფსალმუნებში ნათქვამია - „არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს“. სიტყვა „ცხონდეს“ ძველქართულდ ნიშნავს „ცხოვრობდეს“. ანუ ეს სიტყვები გვასწავლის, რომ არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც ამქვეყნად იცხოვრებს ისე, რომ არაფერს შესცოდავს. მაშ, რა არის გამოსავალი? თუკი ნებისმიერი ადამიანი მუდმივად სცოდავს, როგორ მოიპოვებს ცათა სასუფეველს? გამოსავალი სწორედ ცოდვათა სინანულის გზით აღხოცვაა. როცა ადამიანს არა აქვს განცდა თვისთა ცოდვათა, ბუნებრივია, მას არც სინანული ექნება. როცა იგი არ არის მგლოვიარე თავის ცოდვათა გამო, ვერ იქნება მონანული, და შესაბამისად, არც ისეთ სათნოებებს აღასრულებს, რაც მის ცოდვებს აღხოცავს. პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში (VII, 10) წერს: „რადგან წუხილი ღმერთის გულისათვის შეიქმს სინანულს სახსნელად, ხოლო წუხილი ამქვეყნიურ სიკვდილს შეიქმს“. ეს მუხლი ნეტარებების მეორე მუხლს ეხმიანება. „წუხილი ღმერთის გულისთვის“ ანუ ამქვეყნიური სიამეების, ცხოვრებისეული განლაღების მოკლება ჩვენთვის სანანებელი აღარ იქნება, თუკი გვექნება ჭეშმარიტი მგლოვარება და მწუხარება სულისა. ჩვენი ჭეშმარიტი სამშობლო ზეცაა, სასუფეველია. ამქვეყნიური სამშობლო, რა თქმა უნდა, მიწიერი სამშობლოა, რომელიც ძალიან უნდა გვიყვარდეს, მაგრამ ყოველი ადამიანის საბოლოო სწრაფვის ადგილი მაინც ზეციური სასუფეველია. ჩვენი წინაპრები ადამ და ევა განიდევნენ სამოთხიდან, ჩვენ კი მათი შთამომავლები ვართ, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენში შინაგანად, ქვეცნობიერად არის ნოსტალგია და ლტოლვა ზეციური სამშობლოს მიმართ. ჩვენ შინაგანად მწუხარენი ვართ იმის გამო, რომ ჯერჯერობით მოკლებულნი ვართ ზეციურ სასუფეველს. პირველქმნილი ცოდვის გამო გამოიდევნა ადამი და ევა სამოთხიდან და მათთან ერთად ყველა შემდგომი თაობა, რომელთა შორის ჩვენც ვართ. ამიტომ ბუნებრივია ჩვენი მწუხარება; ეს სრულიად ლოგიკური და გასაგებია, თუკი ადამიანი ქრისტიანულად, სარწმუნოებრივად აზროვნებს და მისი გონების თვალი მიწიერიდან ზეციურისკენაა ამაღლებული. მაგრამ თუ ადამიანის გონება მიწიერზეა მიჯაჭვული, ბუნებრივია, მთელი მისი გონება ამქვეყნიურით იქნება დაკავებული, რათა წუთისოფელი მაქსიმალური კეთილდღეობისათვის გამოიყენოს; გალაღდეს, კარგად ჭამოს და სვას, ჰქონდეს სიმდიდრე, პატივი, დიდება. ასეთი ადამიანის ცხოვრებისადმი დამოკიდებულება მომხმარებლურია: იგი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სიამოვნების მიღება მოასწროს ამ ცხოვრებაში, რადგან ჰგონია, რომ მისი ცხოვრება სიკვდილით დასრულდება. სინამდვილეში, გარდაცვალება ჩვენი მარადიული ცხოვრების მხოლოდ დასაწყისია. სულის ერთი მდგომარეობიდან ადამიანი მეორე მდგომარეობაში გადადის, ანუ ჩვენი მთელი ამქვეყნიური ცხოვრება მართლაც ერთი წამია მარადისობისთვის. ქართველმა კაცმა ეს რომ კარგად იცოდა იქიდანაც ჩანს, რომ ცხოვრებას „წუთისოფელი“ დაარქვა. გონიერი ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებაში წარემატება სათნოებებში, აქვე ემზადება იმქვეყნიურ ცხოვრებაში გადასასვლელად. „განცდა თვისთა ცოდვათა“ - ესაა გლოვა საკუთარ ცოდვებზე. როცა გლოვას ვახსენებთ, აუცილებელი არ არის, მისი ფიზიკური გამოხატულება ვიგულისხმოთ, თუმცა ძლიერი და ჭეშმარიტი სინანულის დროს ადამიანს მართლაც მოსდის ცრემლი, რაც ღვთისაგან მომადლებული უდიდესი ნიჭი და წყალობაა. იყვნე წმიდა მამები, რომლებსაც უფლისგან მიცემული ჰქონდათ ცრემლების ნიჭი, ისინი ცრემლით დასტიროდნენ თავიანთ ცოდვებს... როცა ვცოდავთ, უფალს ვღალატობთ. წმიდა მამები ამბობენ, რომ ყოველი ცოდვის ჩადენით, თითქოს უფალს ჭრილობას ვაყენებთ, თუკი ჩვენ გავაცნობიერებთ, რომ ასე დამნაშავეები ვართ წინაშე უფლისა, რომელიც ჩვენთვის განკაცდა, ევნო, შეურაცხყოფა, ფიზიკური ტანჯვა დაითმინა იმიტომ, რომ ჩვენ გამოვეხსენით, არ შეიძლება, გლოვის, მწუხარების შეგრძნება არ გაგვიჩნდეს; მაგრამ ეს მწუხარება უნდა იყოს სულიერი და არა ამქვეყნიური, მიწიერი. სწორედ ამას გვეუბნება ეპისტოლეს ეს მუხლი: „ხოლო ამქვეყნიურ სიკვდილს შეიქმს“. სოფელში აქ ამქვეყნიური ცხოვრება იგულისხმება. ამაოდ ვწუხვართ ჩვენ ამქვეყნიურზე, როცა ვიღაც პატივს არა გვცემს, ან არა გვაქვს ისეთი მატერიალური შესაძლებლობები, როგორიც გვსურს, არ გვაქვს კარგი ჯანმრთელობა, გარეგნობა, საზოგადოებრივი მდგომარეობა. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველივე ეს წარმავალია, რადგან დადგება დრო, როცა აღარაფერი დაგვჭირდება - აღარც ამქყვენიური დიდება, აღარც პატივი, აღარც ჯანმრთელობა, აღარც ამქვეყნიური სიბრძნე. იმქვეყნად მხოლოდ ის მარადიული სათნოებანი დაგვჭირდება, რისი მოხვეჭაც იმქვეყნად უკვე აღარ შეიძლება. თუ მწუხარენი ვართ ამქვეყნიური სიამეების დაკლების გამო, ეს ჩვენს სიკვდილს შეიქმს, - გვეუბნება პავლე მოციქული. აქ ლაპარაკია სულიერ სიკვდილზე. ადამიანი, რომელიც ამაოდ გაატარებს სიცოცხლეს, ბუნებრივია, მარადიულ სიკვდილს შეუერთდება. იმიტომ რომ, ვინც აქ არ იღვაწა, არ შეეცადა, თავისი სული განეწმიდა, ბუნებრივია, მისთვის დახშული იქნება სასუფევლის კარი.
 

Äŕäŕöü ęŕěĺíňŕđűé Ęŕěĺíňŕđűł: 1  (20 ëţň. 2011 03:49)
15:17   პირველი ნეტარება  Äŕäŕöü çŕďłń ó öűňŕňíłę  
„ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“ ამ სიტყვებით მაცხოვარი მოგვიწოდებს, ვიყოთ გლახაკნი სულითა, რათა დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათა. რას ნიშნავს სულის სიგლახაკე? ეს, პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რომ ადამიანი უნდა იყოს თავმდაბალი, მორჩილი, რადგან ამის გარეშე მას მადლი ვერ მიეახლება. როგორც ფსალმუნებში წერია, ამპარტავანთ შემუსრავს ღმერთი, ხოლო თავმდაბალთ მიანიჭებს მადლს. ე.ი. თავმდაბლობა უფალთან მიახლოების აუცილებელი პირობაა. თვითონ უფალი იყო უდიდესი თავმდაბლობის მაგალითი: ცისა და ქვეყნის შემოქმედმა თავი დაიმდაბლა, განკაცდა, მონის, თავისივე ქმნილების - ადამიანის სხეული მიიღო, რათა კაცობრიობა გამოეხსნა; იგი ამქვეყნად მოვიდა არა დიდებულ სამეფო პალატებში, არა ამქვეყნიური პატივით აღსავსე, არამედ იშვა უბრალო ბაგაში, კაცთათვის უკადრის გამოქვაბულში. მაცხოვრის შობა, მისი ამქვეყნად მოვლინება საოცარი ნიმუშია თავმდაბლობისა. ნეტარების ეს მუხლი გვასწავლის, რომ სულით გლახაკობა აუცილებელია სასუფევლის დასამკვიდრებლად. ადამიანს უნდა ჰქონდეს მუდმივი შეგრძნება იმისა, რომ უფლის გარეშე არაფერი შეუძლია. მხოლოდ ღვთისგან მიღებული ძალის შედეგად ძალუძს სიკეთის გაკეთება. მოვიყვანთ ასეთ შედარებას: ვინ არის გლახაკი? მათხოვარი? ესაა უპოვარი ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ სარჩოს შოულობს იმით, რომ ითხოვს. მას ამ თხოვნის შედეგად აძლევენ მოწყალებას, რის გარეშეც, მას თავის რჩენა არ შეუძლია. იგი სრულიად უსუსურია, დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია. სულიერი თვალსაზრისით ასევეა ყოველი ქრისტიანი, უფლის წინაშე ჩვენ ყველანი გლახაკნი ვართ. ღვთის წინაშე აბსოლუტურად უპოვარნი, არაფრის მქონენი, არაფრის გამკეთებელნი ვართ იმ თვალსაზრისით, რომ მის გარეშე კეთილის ქმნა არ შეგვიძლია. თუ ადამიანს ამგვარი დამოკიდებულება ექნება, ის ძალგვიძს სიკეთეს გააკეთებს და ღვთისთვის სათნოდ იცხოვრებს. მაგრამ თუკი მას იმედები მხოლოდ თავის თავზე აქვს დამყარებული, მაშინ სრულიად წარმოუდგენელია, რომ რაიმე სულიერ წარმატებას მიაღწიოს. შეიძლება გარეგნულ, მატერიალურ, ფიზიკურ ყოფაში ადამიანმა რაიმე წარმატება მოიპოვოს, მაგრამ ეს მოჩვენებითი, წარმავალი, გარეგნული, დროებითი იქნება, სულიერ ცხოვრებაში წარმატება კი მარადიული კატეგორიაა. ეს არ არის ის, რაც ამქვეყნად მოიპოვება და იმქვეყნად ქრება. ეს არ არის სიმდიდრე, ფიზიკური ძლიერება, ჯანმრთელობა, გონიერება, რომელიც ადამიანს თანდათანობით, ასაკთან ან გარდაცვალებასთან ერთად წაერთმევა ხოლმე. დასაფიქრებელია ალექსანდრე მაკედონელის მაგალითი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი მეფე იყო კაცობრიობის ისტორიაში. მან უზარმაზარი იმპერია შექმნა, მის მფლობელობაში უდიდესი ტერიტორია იყო, მაგრამ როდესაც გარდაიცვალა, დაიბარა, რომ გაშლილი ხელებით დაესაფლავებინათ, რითაც მიანიშნა იმაზე, რომ როგორი შიშველიც მოვიდა ამქვეყნად, არაფრის მქონე, არაფრის მომტანი, ასევე წავა ამქვეყნიდან. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე მაკედონელი უზარმაზარ იმპერიას ფლობდა და უამრავი ადამიანი ემორჩილებოდა, მაინც ცარიელი ხელით წავიდა იმქვეყნად. თვით წარმართი ადამიანიც კი მიხვდა იმას, რომ ყოველივე ამქვეყნიური წარმავალია. მითუმეტეს, ჩვენ, ქრისტიანებმა, იმ ადამიანებმა, ვინც ქრისტეს მიმდევრებად ვიწოდებით, უნდა გავიაზროთ ჩვენი ცხოვრების წარმავალობა, სულის სიგლახაკე, ანუ ის, რომ ჩვენ, ჩვენი ძალით, არაფრის გამკეთებელნი ვართ. როგორც კი ადამიანი იწყებს საკუთარ ძალებზე დაყრდნობას, მაშინვე წარუმატებლობას შეეჩეხება ხოლმე. ხდება ისე, რომ ღვთის დაშვებით მასზე მოდის განსაცდელი, საქმეში წარუმატებელობა. ამ განსაცდელმა მას უნდა დაანახოს თავისი უძლურება და მთელი სასოება ღმერთზე დაამყაროს. ძველი აღთქმის ისრაელს იმისათვის, რომ უფრო მეტად შეეგრძნო უფლის სიახლოვე და გაეთავისებინა, რომ სწორედ უფლის ძალით იმარჯვებდნენ მტერზე, ხანდახან უფალი, განზრახ, მცირერიცხოვანი ჯარით გაამარჯვებინებინებდა მტერზე. რათა მათ არ ჰგონებოდათ, რომ ბრძოლა ძლიერი ლაშქრის, ან დახვეწილი სამხედრო სტრატეგიის გამო მოიგეს. მარადის უნდა ვითხოვდეთ უფლისაგან წყალობას, მადლს, ცოდვათა პატიებას, უნდა ვითხოვდეთ ძალას ჩვენი საქმეებისთვის, იმას, რომ ჩვენი ცხოვრება სათნო იყოს ღვთისათვის. როგორც მათხოვარი ყოველწამიერად ითხოვს და ეს თხოვნა არ ბეზრდება, ჩვენც არ უნდა მოგვბეზრდეს უფლისადმი თხოვნა, რათა მან მოიღოს წყალობა. ისევე როგორც იაკობი, როცა იგი მთელი ღამე „ერკინებოდა“ უფლის ანგელოზს. ეს შერკინება სულიერი თვალსაზრისით უნდა გავიაზროთ. ეს იყო ლოცვა უფლისადმი, დაუცხრომელი, მოუღლელი ლოცვა ღვთის წინაშე, ამიტომ იაკობმა გამთენიისას მიიღო უფლისაგან წყალობა.
 

Äŕäŕöü ęŕěĺíňŕđűé Ęŕěĺíňŕđűł: 0
15:16   ნეტარ იყვნენ, რომელთა რ Äŕäŕöü çŕďłń ó öűňŕňíłę  
„ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ“ ამ სიტყვებით მაცხოვარი გვეუბნება, რომ ქრისტიანი, მორწმუნე ადამიანი უნდა იყოს სიმართლისათვის მებრძოლი და იმდენად მოწადინებული სიმართლის დამკვიდრებისათვის, რამდენადაც მშიერი და მწყურვალი ადამიანი - შიმშილისა და წყურვილის გრძნობის დასაკმაყოფილებლად. შიმშილისა და წყურვილის დაკმაყოფილებისაკენ ხორციელი ლტოლვა შედარებულია სულიერ ლტოლვასთან, სიმართლის ძებნასთან. ვისაც გამოუცდია შიმშილი და წყურვილი, ძალიან კარგად ეცოდინება, რომ ადამიანს, როდესაც ამ ხორციელ მოთხოვნილებებს განიცდის, ამქვეყნად თითქმის ყველაფერი ავიწყდება, მთელი მისი გონება, ძალისხმევა და სულისკვეთება მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე, დაიკმაყოფილოს ეს მოთხოვნილება. შიმშილი და წყურვილი მეტად მტკივნეული და მძიმედ გადასატანია ადამიანისთვის. შემთხვევითი არაა, რომ უფალი სიმართლისათვის მისწრაფებას სწორედ ასეთ ძლიერ ლტოლვას ადარებს. ის, ვინც იბრძვის სიმართლისათვის, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი უნდა იყოს; მაგრამ, ამავე დროს, იგი უნდა იყოს თავმდაბალი და არა ამპარტავანი, ვინაიდან მარტო ჭეშმარიტი სარწმუნოების ქონა საკმარისი არ არის სიმართლის მისაღწევად. საჭიროა თავმდაბლობა და სიყვარული, რადგან სიმართლისთვის ბრძოლა დაუნდობლობას, სისასტიკეს არ გულისხმობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა საკუთარი თავი სხვებზე მაღლა დააყენოს და თავისი სიმართლით ამპარტავნებდეს. ამავე დროს მას უნდა უყვარდეს თითოეული ადამიანი, მათ შორის ისინიც ვინც სცოდავს.წმიდა გრიგოლ ნოსელი ამ ნეტარებების განმარტებისას გვეუბნება, რომ ადამიანებს საკვებისადმი სხვადასხვა მიდრეკილებები აქვთ: ზოგს საჭმელთაგან ტკბილი უფრო უყვარს, ზოგს კი - მჟავე, ზოგი ხორცს ეტანება, ზოგიერთს კი სულ სხვა საჭმელი ურჩევნია. ასეთივე განსხვავებაა სულიერ მიდრეკილებებშიც. ადამიანთა ერთი ნაწილი მიდრეკილია იმისკენ, რომ იყოს მდიდარი, ან დიდებით გარემოცული, ზოგს კი ურჩევნია, უზრუნველი, საამო ცხოვრება ჰქონდეს. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა სულიერი ინტერესი სხვაგვარია. ამგვარი ადამიანები ცდილობენ უფლისათვის სათნოდ იცხოვრონ. როგორც ხორციელი საკვების მიმართ არსებობს განსხვავება სულიერ მიდრეკილებებშიც. იმისდა მიხედვით, თუ რისკენ არის მიდრეკილი ადამიანი, თავადაც შესაბამისად ისეთი ხდება. წმიდა გრიგოლ ნოსელი მატერიალურ მაგალითებთან აკეთებს პარალელს და ცდილობს მორწმუნის ყურადღება სულიერ საკითხებზე გადაიტანოს. იგი ამბობს, რომ თუკი ადამიანი სწორად იკვებება, ისეთ საზრდელს იღებს, რაც სხეულისთვის სასარგებლოა, მაშინ მისი ჯანმრთელობა უფრო მტკიცეა, მისი ხორციელი სიცოცხლეც უფრო დიდხანს გრძელდება. ასევეა სულიერი თვალსაზრისითაც. თუკი ჭეშმარიტ სულიერ საზრდელს ვიღებთ, თუკი სწორი მიმართულებით ვითარდება ჩვენი სული, თუკი მიდრეკილნი ვართ არა ლოთობის, მრუშობის, სიძვის, ამპარტავნების, სხვათა განკითხვისაკენ, არამედ იმისკენ, რომ ვიყოთ თავმდაბალნი, მოწყალენი, ურისხველნი, მშვიდნი, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენი სულიერი მდგომარეობა უფრო ჯანსაღია და ჩვენც თავს მარადიული სიცოცხლისათვის ვამზადებთ. თავის ფიზიკურ არსებობაზე მზრუნველ ადამიანს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ იყოს ჯანმრთელი - ადრე თუ გვიან მაინც სიბერის მსახვრალი ხელი უძლურებისა და სისუსტისაკენ მიდრეკს. მაგრამ თუ ადამიანი სულიერად ძლიერდება, თუ იგი სულიერ სათნოებებს აგროვებს, მაშინ მისი საუნჯე, სახარებისეული სიტყვებისამებრ, ზეცაში გროვდება, სადაც ვერც მღილი შეჭამს და ვერც მპარავი მოსტაცებს. ვერასოდეს ვერანაირი ძალა ამ საუნჯეს ვერ განაქარვებს და, შესაბამისად, ადამიანი სულიერ სიცოცხლეს, სულიერ სიჯანსაღეს მოიხვეჭს, რომლის წართმევაც არავის შეუძლია, ეს არის მარადიული ფასეულობა, რომელსაც მარადისობაში გადაჰყავს ადამიანი.საინტერესოა, რა იგულისხმება სიტყვაში „განძღნენ“. ეს ნიშნავს, რომ ვინც სიმართლისათვის იბრძვის, ვისაც შია და სწყურია სიმართლისათვის, აუცილებლად „განძღება“. რა თქმა უნდა, სიტყვა „განძღომა“ სულიერი თვალსაზრისით უნდა მოვიაზროთ. ანუ სიმართლისათვის მებრძოლი ადამიანი აუცილებლად ჰპოვებს ამ სიმართლეს და ჰპოვებს არა მარტო ამ ცხოვრებაში (და არა იმდენად აქ), არამედ იმქვეყნიურ, მარადიულ სიცოცხლეში.უფალი ყოვლადსამართლიანია. როდესაც ადამიანი ხვდება სამოთხეში, სასუფეველში, ყოვლადსამართლიან უფალთან, რა თქმა უნდა, იგი უკვე იმყოფება ყოვლადსამართლიანობის უმთავრესი და ჭეშმარიტი წყაროს სიახლოვეს. იგი არის სიმართლეში, ვინაიდან სასუფეველში არიან სიმართლე, ჭეშმარიტება. ამქვეყნად შეიძლება, ადამიანმა ვერ დაამტკიცოს თავისი სიმართლე, ვერ გაიტანოს თავისი ჭეშმარიტება, მაგრამ უნდა ახსოვდეს, რომ ეს ყოველივე დროებითია, და თუ იგი მართლაც მიილტვის ჭეშმარიტებისაკენ, ეს ჭეშმარიტება მას იქ ელოდება, სადაც მარადიულად ჰგიებს და მომავალშიც იქნება. ეს ადგილი, ბუნებრივია, სასუფეველია.ჩვენ სწორედ ამგვარი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სიმართლისათვის ბრძოლა ჩვენი ამპარტავნების წყაროდ იქცეს. მაშინ ეს არ იქნება სიმართლისათვის ბრძოლა, რადგან ამ დროს ადამიანის მთელი მზერა, მთელი მისი ყურადღება მიმართულია არა ჭეშმარიტებისაკენ, არამედ საკუთარი თავისაკენ. იგი თავს მიიჩნევს სიმართლისათვის მებძოლად, სინამდვილეში კი უკვე აღარ აინტერესებს სიმართლე; მას ის კი არ უნდა, რომ მდგომარეობა მართლაც გამოსწორდეს და ჭეშმარიტება დამკვიდრდეს, არამედ მხოლოდ ის სურს, რომ თავად ჰქონდეს სიმართლისათვის მებძოლის სახელი. ხანდახან თავის თავში შეიძლება უცნაური რამ აღმოაჩინოს - მას შეიძლება კიდეც ეწყინოს, თუკი რაიმე გამოსწორდება და ის ჭეშმარიტება, რისთვისაც ამდენს ხანს იბრძოდა, ადამიანთა მიერ იქნება აღიარებული. ეს იმიტომ, რომ მას აღარ ექნება საშუალება, სხვები განიკითხოს, თავისი „სიმართლით“ თავი სხვებზე აღამაღლოს და საკუთარი თავი სიმართლისათვის მებრძოლის კვარცხლბეკზე დააყენოს.ამიტომ ყოველივე ის, რაც სახარებაში გვიწერია და წმიდა მამების გადმოგვცემენ, სიბრძნითა და იმ ჭეშმარიტების გაგების სურვილით უნდა მივიღოთ, რაც მათშია გადმოცემული, და არა ისე, როგორც ეს ჩვენ გვსურს და ჩვენს დაცემულ გონებასა და სულს მიესადაგება.
 

Äŕäŕöü ęŕěĺíňŕđűé Ęŕěĺíňŕđűł: 0
15:14   მეხუთე ნეტარება  Äŕäŕöü çŕďłń ó öűňŕňíłę  
„ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალენ“ციტატა როგორც უფლის ამ სიტყვებიდან ჩანს, მოწყალების სათნოება აუცილებელია ყოველი ადამიანისათვის. ნეტარებების თითოეული მუხლი, თითოეული სათნოება, რომელზეც უფალი ცხრა ნეტარებაში ლაპარაკობს, გარკვეულწილად, საფეხურია იმ კიბისა, რომელსაც თანდათანობით ავყავართ უფლისკენ, თუკი, რა თქმა უნდა, ამ ნეტარებების თანახმად ვცხოვრობთ, თუ მივყვებით იმ სულიერ კიბეს, რომელიც ნეტარებების მეშვეობით დაგვიწესა უფალმა. სწორედ ამგვარ შედარებას იყენებს წმიდა გრიგოლ ნოსელი ნეტარებებზე საუბრისას. ის იხსენებს იაკობის მიერ საღვთო ხილვაში ნანახ კიბეს და ამბობს, რომ ის, რაც ამ ხილვის ჟამს იაკობს ემცნო და რაც ჩვენ ნეტარებების მეშვეობით გვეუწყება, არის ის, რისკენაც უნდა ისწრაფვოს ადამიანმა, ანუ მისი გონება, მისი მზერა მარადის მიმართული უნდა იყოს ზეცისაკენ. ზეცა უნდა იყოს მისი სულიერი ჭვრეტის საგანი. წმიდა გრიგოლ ნოსელი ადამიანის დანიშნულებაზე საუბრისას ამბობს, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა ზეაღმართული, ორ ფეხზე მდგომარე, ცხოველი კი - ოთხფეხა. როცა ცხოველი ოთხ ფეხზე დგას, მისი სახე მიმართულია მიწისაკენ, შესაბამისად, მისი მიდრეკილებები მიწიერია. ხოლო ადამიანი, რომელიც გამართული დგას, ზეცაში უნდა იცქირებოდეს. რა თქმა უნდა, აქ ფიზიკური მზერა კი არ იგულისხმება, არამედ - სულიერი. ადამიანის ამგვარად შექმნა ნიშნავს იმას, რომ იგი თავისი გულითა და გონებით მიმართული უნდა იყოს ზეცისაკენ. მოწყალება უდიდესი საქმეა, უდიდესი სათნოებათაგანია, ვინაიდან თვითონ უფალი არის მოწყალე, მისი თვისება გახლავთ მოწყალება. წმიდა მამები და წინასწარმეტყველები უფალს ხშირად უწოდებენ მოწყალეს. უფლის მოწყალება, პირველ რიგში, გამომჟღავნდა იმით, რომ ადამიანი იმისათვის შექმნა, რათა თავისი ნეტარების მდგომარეობის თანაზიარი გაეხადა. მოწყალეა ჩვენი უამრავი ცოდვის პატიებისას, თუმცაღა ღირსნი ვიყავით, რომ აღვხოცილიყავით პირისაგან მიწისა. უფალი გვწყალობს, რადგან გვაძლევს ძალას, ჯანმრთელობას, გონებრივ და ფიზიკურ ენერგიას. და, რაც მთავარია, გულმოწყალე უფალი გვაძლევს დროს, რომ შევძლოთ, მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები. მოწყალება ორგვარია: ხორციელი მოწყალების საქმე, რომელშიც იგულისხმება მშიერთა დაპურება, მწყურვალთა სმევა, შიშველთა შემოსვა, უცხოთა შევრდომა, სნეულთა მიხედვა, პატიმართა მოკითხვა, მიცვალებულთა დამარხვა. სულიერი მოწყალების საქმენია ცოდვილთა მოქცევა, უმეცართა სწავლება, დაბრკოლებულთა განმართვა, მწუხარეთა ნუგეშინისცემა, უსამართლობის დათმენა, შემცოდეთა მიტევება, მოყვასის საცხოვნებლად ღვთისადმი ვედრება. წმიდა წერილში ნათქვამია, რომ მეორედ მოსვლის ჟამს, იმ ადამიანებს, რომლებმაც მოწყალება უგულებელყვეს, უფალი ეტყვის: რატომ არ მომხედეთ, როცა მწყურვალი, მშიერი და სნეული ვიყავი? მას კი უპასუხებენ: როდის გნახეთ, უფალო, ასეთ მდგომარეობაში? რაზეც უფალი ეტყვის მათ: როცა დახმარებას არ უწევთ გაჭირვებულს, ეს ტოლფასია იმისა, რომ თქვენ არ ეხმარებით ქრისტეს. ქრისტიანთა ცხოვრებაში ხშირად ყოფილა ისეთ შემთხვევები, როცა რომელიმე ადამიანი შესწევია მათხოვარს ან სნეულებაში მყოფს, რომელიც შემთხვევით ცხოვრების გზაზე გადაყრია, მერე კი აღმოჩენილა, რომ ეს იყო არა ადამიანი, არამედ თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ანუ ქრისტიანებს სნეული, გაჭირვებული ადამიანის სახით გამოსცხადებია უფალი და გამოუცდია მათი მოწყალება. და მართლაც, იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ გამოცდის ღირსეულად გადატანა შეძლეს, დიდი ჯილდოც მიუღიათ უფლისაგან, ვინაიდან მოწყალების ნებისმიერი საქმე, ფაქტიურად, უფლისადმი გაღებული მოწყალებაა. დღევანდელი გაჭირვების დროს ხშირად ისმის ასეთი სიტყვები - როგორ გავცე მოწყალება, როცა თავადაც არაფერი გამაჩნია. ისევ წმიდა წერილს მივმართოთ, რომელიც უშრეტი წყაროა ჩვენი აზროვნებისათვის. წმიდა წერილში არის ერთი ადგილი, სადაც მოხუცებული დედაკაცი ღმერთს სწირავს ორ ასარს, მაშინდელი ფულის უმცირეს ერთეულს. უფალი კი ამბობს, რომ მან ყველაფერი შესწირა. ეს იმიტომ, რომ სხვებმა „ნამეტნავისაგან“ შესწირეს, ანუ რაც ზედმეტი ჰქონდათ, ის გაიღეს, ამ დედაკაცმა კი ყველაფერი გასცა, რაც კი გააჩნდა. ეს სიტყვები გვახსენებს იმას, რომ უფალი უყურებს ადამიანის გულს. მთავარია, რა გულით იქნება შეწირული. ღმერთი არ უყურებს რაოდენობას. უფლისათვის არა აქვს მნიშვნელობა, რამდენს შევწირავთ. მისია ცა და მისია დედამიწა. ყველაფერი მას ეკუთვნის, ჩვენ რით უნდა გავაკვირვოთ იგი? ამიტომ ჩვენ რაც შეგვიძლია, ის უნდა შევწიროთ. როცა ადამიანს რაიმეს გაღების ძლიერი სურვილი აქვს, ყველაზე ღარიბიც კი მონახავს რაღაც ისეთს, რაც ხორციელ მოწყალებას შეაძლებინებს, მაგრამ, ამავე დროს, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ, ყოველ ადამიანს, ხორციელი მოწყალების გარდა, სულიერი მოწყალების გაცემაც შეუძლია. თუმცა, მიუხედავად იმისა, გავცემთ თუ არა ხორციელ მოწყალებას, სულიერი მოწყალება მაინც აუცილებელია; სხვათა შორის, შეიძლება უფრო მეტად აუცილებელიც კი იყოს, ვიდრე ხორციელი მოწყალება. რა იგულისხმება სულიერ მოწყალებაში? ესაა ცოდვილთა მოქცევა, უმეცართა სწავლება, დაბრკოლებულთა მოქცევა, მწუხარეთა ნუგეშინისცემა, უსამართლობის დათმენა, შემცოდეთა მიტევება, მოყვასის საცხოვნებლად ღვთისადმი ვედრება. როგორც ვხედავთ, სულიერი მოწყალების სახეეებიც არანაკლებ მრავალრიცხოვანი ყოფილა?! სულიერი მოწყალების გაღება ყველას შეუძლია - ღარიბსა თუ მდიდარს, გავლენიან თუ უბრალო ადამიანს. ყველას შეუძლია კეთილი სიტყვა უთხრას მოყვასს, ანუგეშოს და ილოცოს მისთვის. ნუგეში ადამიანისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანის ნუგეშინისცემა შეგეძლოს, თავად გულთან ახლოს უნდა მიიტანო მისი განსაცდელი და მაშინ შენს სიტყვას მიეცემა ის ძალა, რაც ზემოქმედებას მოახდენს გაჭირვებაში მყოფ ადამიანზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცოდვილთა მოქცევას, უმეცართა სწავლებას. ასეთი ადამიანის მოქცევა ქრისტიანს დიდ სათნოებად შეერაცხება. წმიდა წერილში წერია, რომ როცა ვინმეს მოვაქცევთ და ღვთის გზაზე დავაყენებთ, ბევრი ცოდვები მოგვეტევება, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, იმას არ გულისხმობს, რომ ჩვენ ამ საქმეს უგუნურებით უნდა მივუდგეთ, არ გავითვალისწინოთ ჩვენი ძალები და ისეთი ადამიანების მოქცევა დავაპიროთ, რომელთა მოქცევაც არ ძალგვიძს. ასეთ შემთხვევაში მოქცევის ნაცვლად, პირიქით, დაბრკოლება გამოგვდის ხოლმე. აქ დიდი ზომიერება, ღვთიური სიბრძნეა საჭირო და არა ადამიანური განსჯა. უმეცართა სწავლებაშიც უდიდესი ზომიერებაა საჭირო. იგივე წმიდა წერილის მიხედვით უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობენ არა მარტო ფიზიკურად ჩვილი, უასაკო ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებულად ფაქიზი და ფრთხილი მოპყრობა სჭირდებათ, არამედ სულიერად ჩვილი ადამიანებიც არიან, რომლებსაც სულიერი საზრდო მეტად ზომიერად უნდა მიეწოდოთ. არ შეიძლება ასეთ ადამიანს ყოველივე ერთბაშად ეთქვას. უფლის სწავლება მას ნელ-ნელა უნდა მიეწოდოს. როგორც პატარა ბავშვს ყოველგვარ საჭმელს არ აჭმევენ, იმიტომ, რომ მისი სუსტი ორგანიზმი ვერ შეძლებს ყველაფრის მონელებას, ასევე სულიერად გამოუცდელ ადამიანს არ შეიძლება რწმენაში ყველაფერი ერთბაშად მოვთხოვოთ. რას ნიშნავს დაბრკოლებულთა მოქცევა? როცა ადამიანი დაბრკოლებულია ვინმეს ან რაიმეს მიმართ, უპირველეს ყოვლისა, ეკლესიის, სასულიერო პირების მიმართ, ჩვენ კი არ უნდა გავუძლიეროთ ეს დაბრკოლება, გაღიზიანება, არამედ პირიქით, დავამშვიდოთ, ხელი შევუწყოთ, რომ ეს დაბრკოლება მოეხსნას. უმნიშვნელოვანესი სულიერი მოწყალების საქმეა მოყვასისათვის ლოცვა. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ადამიანის ლოცვა სხვადასხვა სიძლიერისაა, მაგრამ თუნდაც სუსტი ლოცვა ხომ ყველას შეუძლია?! და როცა ამგვარი სახის მოწყალების გაცემა არ გვემეტება, გაგვიჭირდება უფლის წინაშე თავის მართლება, რადგან უმთავრესი არ გავაკეთეთ, უმთავრესი წყალობა არ გავიღეთ, ლოცვაც კი დაგვენანა სხვისთვის.
 

Äŕäŕöü ęŕěĺíňŕđűé Ęŕěĺíňŕđűł: 0
15:14   ლოცვა ერისა და მამულის  Äŕäŕöü çŕďłń ó öűňŕňíłę  
ღმერთო და მამაო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესო, ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, რომელმან სიტყჳთა შენითა ყოველივე სიბრძნით ჰქმენ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, და განასრულენ ქმნილებაჲ შენი მადლითა სულისა შენისა წმიდისაჲთა, რომელმან ხატად შენდა და მსგავსად შეჰქმენ კაცი და დაუმორჩილე ყოველივე ქუეშე ჴელთა მისთა და დაადგინე იგი თავად ქმნულთა შენთასა, გამოსახვად უკუდავი იგი მეუფებაჲ და ჴელმწიფებაჲ შენი, რომელი, და-რაჲ-ეცა, არა უგულებელს-ჰყავ, არამედ სიმდიდრითა მოწყალებათა შენთაჲთა და კაცთ-მოყუარებითა განაგე აღდგინებაჲ და ცხორებაჲ მისი, ვიდრე მხოლოდ-შობილისა ძისაცა შენისა მსხუერპლად უბიწოდ განცემაჲ მისისა ცხორებისათვის არა უღირს-იჩინე, და სული შენი ყოვლად-წმიდაჲ და ცხოველსმყოფელი ძისა შენისა მიერ გარდამოუვლინე მათ სიბრძნისა და ძლიერებისა და მადლით განმღრთობისა მომატყუებელად, რომელმან ჟამსა ბაბილონებრისა საცთურისასა ერთ-ჴმა და ერთ-ენა ნათესავისა მიმართ, ბოროტისა მზრახველისა, ჯერ-იჩინე მოვლინებაჲ სულისა შენისა წმიდისაჲ და საღმრთოჲთა მოწყალებითა და ქველისმოქმედებითა შენითა შეურივნენ და დაჰბადენ ენანი თესლად-თესლადთა ნათესავთა და ტომთა და ერთა განსაყოფელად, რაჲთა ყოველი კაცი თჳსისა ნათესავისა ენასა ზედა მიუთხრობდეს საღმრთოსა დიდებასა შენსა და არა თანა-აღერეოდეს სხუათა ენათა, ერთ-ენა ქმნად, მსახურებად ბოროტისა მის პირველისა, რომელმან ტომად-ტომადსა ნათესავსა კეთილ-განსაგებელად განუწესენ მეფენი და მთავარნი, ჴელმწიფენი და წინა-მჯდომარენი, მოურავნი და განმგენი, რაჲთა სცვიდენ და იურვიდენ შენ მიერ მომადლებულითა ენითა მეტყუელსა ერსა და ტომსა, რწმუნებულსა მათდამი, და აღაორძინებდენ და განამდიდრებდენ ამას ყოვლითავე სულიერითა და ჴორციელითა კეთილითა, და განამტკიცებდენ საზღვართა მისთა, რაჲთა არა დასადრგუნველ იქმნეს მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან, და ჟამსა ზოგადისა შეჭირვებისასა ზედა-ადგენ ჭირვეულთა და ჴელის-აღუპყრობელთა და ძჳრ-ხილულთა, შენ, აწცა, უფალო, მოიხილე მოწყალითა თუალითა შენ მიერ დანერგულსა ვენახსა – ნათესავსა ამას ზედა ჩუენ ქართველთასა, რომელი ძლიერებისა მარჯუენისა შენისაჲთა აღმომორჩებულ არს გარემო საყოფელთა კედარისთა, აღსაარებად სახელსა შენსა წმიდასა და თაყუანისცემად საღმრთოთა სიწმიდეთა შენთა, და აწცა სათნო-იჩინე აღორძინებად და განმრავლებად და აღვსებად მათდა სულითა სიბრძნისაჲთა, ურთიერთასისა სიყუარულისა და საღმრთოჲსა გულისხმისყოფისაჲთა, და მოჰმადლენ მათ განმგებელად და მმართებელად მწყემსნი და ჴელმწიფენი ბრძენნი და სახიერნი, რაჲთა არცა ერთი ცხოვარი სამწყსოჲსა თჳსისანი წარწყმიდონ, არამედ იღუწიდენ და ჰფარვიდენ და წარუმართებდენ მათ და კეთილად იპყრობდენ ყოველთა ქუეყანათა მისთა, და მკლავისა შენისა ძლიერებითა შეჰმუსრნენ ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, მომავალნი აღმოფხურად ენისა და ერისა ჩუენისა საყოფელთაგან მისთა, და მოჰმადლენ ძლევაჲ უხილავთაცა მტერთა ზედა და ჴელმწიფებათა ბნელისათა, რაჲთა წინამძღურებითა მათითა შენ მიერ მოგებულმან ერმან საზეპურომან დაიმკჳდროს საუკუნო სუფევაჲ შენ-მიერი და დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა შინა მოუკლებელითა დიდებისმეტყუელებითა გაკურთხევდეს, გაქებდეს და გიგალობდეს შენ, ქველისმოქმედსა მაგას სულთა ჩუენთასა, მხოლოდშობილისა ძისა შენისა თანა, ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და საუკუნეთა შინა საუკუნეთასა, ამენ.
 

Äŕäŕöü ęŕěĺíňŕđűé Ęŕěĺíňŕđűł: 0
15:10   ლოცვა  Äŕäŕöü çŕďłń ó öűňŕňíłę  
ლოცვა ყოვლადწმიდისა სამებისადმი,
საქართველოს მთლიანობისათვის,
აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის
ჰოი, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მიუწდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისამპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და წმიდაო სულო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი, მიზეზო ყოველთა კეთილთაო, მომეც ჩვენ მადლი მოსავთა შენთა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა.
სამებაო წმიდაო, სრულებაო ყოველთა არსთაო, მოგვანიჭე ჩვენ მშვიდობა და სიმრთელე მონათა ამათ შენთა, დედისა ღვთისა წილხდომილისა ერისა, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა, და მას შინა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა-წყლის შვილთა, და კვალად აღადგინე ერთობა და მთლიანობა ქვეყნისა ჩვენისა და ღვთივდაცულობა საზღვართა ჩვენთა.სამებაო ყოვლადწმიდაო, მიუწვდომელო და გამოუკვლეველო, რომელი მართლმსაჯულებითა შენითა მოაწევ სამართლად რისხვასა ჩვენ ზედა ცოდვათა ჩვენთათვის, შენ შეგივრდებით და გევედრებით სახიერო უფალო, მოხედე მოწყალებითა და ლმობიერებით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა-წყალსა ზედა მკვიდრსა ერსა ჩვენსა, მრავალგზის კვეთებულსა და შეჭირვებულსა მძლავრებისაგან ბოროტისათა და განამტკიცე და დაიცევ იგი ყოვლისაგან სიკვდილშემოსილისა წყლულებისა, ზედამოსვლისაგან უცხო თესლთასა, ურთიერთმტრობისა, სიძულვილისა და შურისძიებისაგან.
 

Äŕäŕöü ęŕěĺíňŕđűé Ęŕěĺíňŕđűł: 0
14:59   BRCOLA GAMARJVEBISATVIS!!  Äŕäŕöü çŕďłń ó öűňŕňíłę  
xalxo es aris informacia romelic shezgudulia yvela saITZE AMITOM MISMINET: GORI DA MASTAN ERTAD SOFELI KARALETI ROMELSHIC CHEMI MAMIDA CXOVROBS DABOMBILI DA DACXRILURI IKNA, XALXIC BEVRI DAIGUPA UMETESOBA BAGEBS AFAREBS TAVS, SUL 1 SAATIS CIN, PAPACHEMI SIKVDILS GADAURCHA 2 DGE DA GAME SASCORIS QVESH IMALEBA DAREKA TU ARA KACI TIRODA OXVRIDA, DA AMBOBDA ROM MIS IRGVLIV EKARA UAMRAVI DAJRILI DA MKVDARI ADAMIANI.... CHVEN CXINVALIS DABRUNEBA GVINDODA DA NAXEVARI SAQARTVELO QARTLI DAVKArget romelic kvelaze mnishvnelovani kutxea chveni qveknistvis... tbilisshic panika daicko, xalxit savse manqanebi dasamalad garbian, 5 cutis cin sasorcarkvetilma kacma haershi 5 tkvia gaisrola da xalxi daapanika. magram xalxo ar unda gaviqcet, mxolod axla gvjirdeba ertmaneti kvelaze matad, ertad unda davdget da mteri ar undA GAVAXAROT!! 'BRCOLA SICOCXLISATVIS DA SICOCXLE GAMARJVEBISATVIS; XALXO ERTAD VERAVIN DAGVAMARCXEBS!!! SAQARTVELOS GAUMAR-JOS, GAUMAR-JOS GAUMAR-JOS!!!!!!!!!! VISAC SAQARTVELO UKVARS GTXOVT GAAVRCELET KVELA INFORMACIA DA XALXS MOUCODET AXLA MXOLOD RCMENA DA ERTOBA GVIXSNIS!!!! GMERTO SHEN DAIFARE CHVENI BEDKRULI SAQARTVELO! AMIN!
 

Äŕäŕöü ęŕěĺíňŕđűé Ęŕěĺíňŕđűł: 2  (05 ćíłâ. 2011 03:08)

Ěĺíţ
Ěîé äç¸ííłę
Ěŕĺ ęŕěĺíŕđűł
Çŕęëŕäęł
Öűňŕňíłę

Ńŕěű˙ ... äç¸ííłęł
Ńŕěű˙ ... çŕďłńű

Ńňóćęŕ äç¸ííłęŕ˘
Âűďŕäęîâű äç¸ííłę
Âűďŕäęîâű çŕďłń

Ŕ˘ňŕđ äç¸ííłęŕ:
  teo-teo952


 Ďđîôłëü
 Ŕńŕáłńňŕĺ ďŕâĺäŕěëĺííĺ
 Ăŕńö˙âŕ˙ ęíłăŕ
 Ęëóáű

Đŕçäçĺëű
FISO 1
...HAUNTED FOR... 0
.HAUNTED FORES... 0
.HAUNTED FORES... 0
.HAUNTED FORES... 0

Ŕďűňŕííł

Í˙ěŕ íł âîäíŕăŕ íîâŕăŕ ŕďűňŕíí˙
 
Ďŕęŕçŕöü óńĺ ŕďűňŕííł

«   Ëţňű 2012   »
ĎŕíŔ˘ňŃđä×öâĎ˙ňŃóáÍ˙ä
0102030405
06070809101112
13141516171819
20212223242526
272829

 Ńňŕëű˙ ÷űňŕ÷ű: 
äŕäŕöü ń˙áĺ
äŕäŕöü ń˙áĺ

 Ńňŕňűńňűęŕ: 
Ѹíí˙
  íŕâĺäâŕëüíłęࢠ2
  ďŕęŕçࢠ2
Ó÷îđŕ
  íŕâĺäâŕëüíłęࢠ11
  ďŕęŕçࢠ11
Íŕ ăýňűě ňűäíł
  íŕâĺäâŕëüíłęࢠ102
  ďŕęŕçࢠ100
Ó ăýňűě ěĺń˙öű
  íŕâĺäâŕëüíłęࢠ154
  ďŕęŕçࢠ153
Ѹëĺňŕ
  íŕâĺäâŕëüíłęࢠ618
  ďŕęŕçࢠ623

  ×űňŕ÷î˘ 0
  Çŕďłńࢠ30
  Ęŕěĺíňŕđű˙˘ 6
ďŕäđŕá˙çíŕ

RSS

RSS Feed: FISO (...HAUNTED FOREST...)
 

Đýęëŕěŕ
Íŕ ńňŕđîíęó:   1, 2, 3   Íŕńňóď.